ჯეისონ ტეიტუმი და კარლ-ენტონი თაუნსი NBA-ის მეცხრე სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ #1TVSPORT
ჯეისონ ტეიტუმი და კარლ-ენტონი თაუნსი NBA-ის მეცხრე სათამაშო კვირის საუკეთესო მოთამაშეები გახდნენ #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში გამოარჩიეს „ბოსტონ სელტიქსის“ ფორვარდი ჯეისონ ტეიტუმი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 31.3 ქულა, 7.3 მოხსნა და 4.0 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ტეიტუმს საუკეთესო თამაში „მილუოკის“ წინააღმდეგ ჰქონდა, რომელშიც 42 ქულა დააგროვა. „ბოსტონმა“ გასულ კვირას სამიდან ორი მატჩი მოიგო.

დასავლეთის ლაურეატი გახდა „მინესოტა ტიმბერვულვზის“ ფორვარდი კარლ-ენტონი თაუნსი. გასულ კვირას სამიდან სამ მოგებულ მატჩში ის საშუალოდ 28.0 ქულას, 7.0 მოხსნას, 4.7 შედეგიან გადაცემას, 1.7 ჩაჭრასა და 1.3 დაფარებას აგოვებდა. თაუნსმა თამაშიდან 54.7 პროცენტის სიზუსტით ისროლა.