ჯეიმს ო’ბრაიენი - ვაფასებთ, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა სანქციებისთვის გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ საქართველო იქნება მთავარი კონტრიბუტორი ამ გარემოში
ჯეიმს ო’ბრაიენი - ვაფასებთ, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა სანქციებისთვის გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ საქართველო იქნება მთავარი კონტრიბუტორი ამ გარემოში

ვაფასებთ, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა სანქციებისთვის გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად. არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ საქართველო იქნება მთავარი კონტრიბუტორი ამ გარემოში, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია და აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიას.

„საქართველოში წელს გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიას. ვაპირებთ, ვიმუშაოთ ამ მისიასთან და საქართველოში მართლაც აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა დავინახოთ, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა. საქართველოს მოქალაქეების 85 პროცენტზე მეტი მუდმივად ამბობს, რომ სურს რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის, რასაც ჩვენ უნდა დავეყრდნოთ.

ახლა საქართველოს მთავრობამ ნამდვილად გასწია ძალისხმევა რეფორმების განსახორციელებლად, განსაკუთრებით ბოლო თვეებში. ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს, რათა თავიდან აიცილონ სანქციებისთვის გვერდის ავლა, მრავალი სახის საქმიანობის შეზღუდვით. ვფიქრობ, არსებობს დიდი ოპტიმიზმი, რომ საქართველო იქნება მთავარი კონტრიბუტორი ამ გარემოში.

ვიცით, რომ რუსეთი დიდ ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ პორტ ნოვოროსიისკში, ინვესტირებას ახორციელებს უკრაინის დაპყრობილ პორტებში, ცდილობს მათ გამოყენებას, აშენებს ინფრასტრუქტურას აფხაზეთში. ასე რომ, ეს იქნება, რაზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მომდევნო წლების განმავლობაში, ამ გზას გავივლით, რადგან არის ათი ქვეყანა, რომლებსაც, უბრალოდ, მეტი მშვიდობა, კეთილდღეობა სურთ შავ ზღვაში ვითარების უსაფრთხო დარეგულირებისგან“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.

ამასთან, როგორც ჯეიმს ო’ბრაიენმა აღნიშნა, საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის პარტნიორია.

„რუმინეთში ჩემთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი. ვხედავთ, რომ საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობის პარტნიორია. თუ გადავხედავთ, რა მოხდება, ცენტრალური აზიის ქვეყნები ეძებენ სავაჭრო მარშრუტებს, რომლებიც არ არის მხოლოდ ჩინეთი ან რუსეთი. მათ ააშენეს ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი რუსეთის ტერიტორიის გამოყენებისთვის და ახლა მათ სურთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურის აშენება. ეს ნიშნავს, რომ სავაჭრო მარშრუტები გადის კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანში, შემდეგ მიდის საქართველოში ან, როგორც ვიმედოვნებთ, შეთანხმება იქნება მიღწეული სომხეთთან და თურქეთთან, რომ ის ასევე გამოვიდეს ამ გზით, ორივე მარშრუტით ვაჭრობის უზარმაზარი მოცულობის გასატარებლად. შემდეგ ვუყურებთ შავ ზღვას, რითიც იმართება გლობალური ვაჭრობის კიდევ უფრო დიდი ნაწილი. შავი ზღვის გავლით კი საბოლოოდ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული ბუნებრივი აირის ხაზები იქნება. საბოლოო ჯამში, იქ იქნება ელექტროენერგიის საკომუნიკაციო რამდენიმე წყალქვეშა კაბელი და ასე შემდეგ, ოფშორული გაზის წარმოება თურქეთისთვის, რუმინეთისთვის და, შესაძლოა, სხვა ქვეყნებისთვის. ასე რომ, ეს გახდება ეკონომიკური მონაწილეობის მჭიდრო ზონა, უფრო დიდი, რაც ადრე იყო. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები საკმაოდ ნათელია ყველასთვის, მათ შორის რუსეთისთვის. შემდეგ ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.