ჯეიმს მეტისი თურქეთს მოუწოდებს, აფრინის რაიონში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით თავშეკავება გამოიჩინოს
ჯეიმს მეტისი თურქეთს მოუწოდებს, აფრინის რაიონში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით თავშეკავება გამოიჩინოს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისი თურქეთს მოუწოდებს, სირიაში, აფრინის რაიონში მიმდინარე ოპერაციასთან დაკავშირებით თავშეკავება გამოიჩინოს. ეს განცხადება პენტაგონის მეთაურმა ჯაკარტაში გააკეთა.

„სირიაში, აფრინის რაიონში ძალადობა პრობლემებს ქმნის. ვთხოვთ თურქეთს სამხედრო ოპერაციაში, ასევე რიტორიკაში თავშეკავება გამოიჩინოს“, – განაცხადა ამერიკის თავდაცვის მინისტრმა.

სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვრიდან მიმდინარეობს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქურთების პოზიციებზე 170-ზე მეტი საჰაერო იერიში განხორციელდა. სირიელი ქურთების ინფორმაციით, დაბომბვების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.