ჯეიმს მეტისი - იმედი მაქვს, ასადის რეჟიმმა ახლა მაინც მიიღო ჩვენი გზავნილი
ჯეიმს მეტისი - იმედი მაქვს, ასადის რეჟიმმა ახლა მაინც მიიღო ჩვენი გზავნილი

იმედი მაქვს, ასადის რეჟიმმა ახლა მაინც მიიღო ჩვენი გზავნილი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ჯიმ მეტისმა სირიაში სარაკეტო იერიშზე საუბრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-მა თავის მოკავშირეებთან ერთად საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით იმოქმედა.

„საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ – ყველა ნატოს მოკავშირეები ვართ, ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვისთვის ერთად ვმუშაობთ, სწორე ეს არის ჩვენი გაერთიანების მიზეზი და გამოჩნდა, როგორ ვმოქმედებთ ერთად“, – განაცხადა მეტისმა,

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სარაკეტო იერიშების სამიზნე სირიაში ქიმიური სადგურები იყო, სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი კი – ასადის რეჟიმის დასჯა ქალაქ დუმაში მომხდარ სავარაუდო ქიმიური თავდასხმის გამო.

პენტაგონის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირეებთან ერთად, სირიის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.