ჯეიმს კლევერლი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისში იმყოფებოდა
ჯეიმს კლევერლი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ ოძისში იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ბრიტანელ სტუმარს ინფორმაცია მიაწოდეს ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ჯეიმს კლევერლი სოფელ ოძისის საშუალო სკოლასაც ესტუმრა და მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.