ჯეიმს ჰესკელი შერეულ ორთაბრძოლებში ჩაერთო - ყოფილმა მორაგბემ კონტრაქტი „ბელატორთან“ გააფორმა
ჯეიმს ჰესკელი შერეულ ორთაბრძოლებში ჩაერთო - ყოფილმა მორაგბემ კონტრაქტი „ბელატორთან“ გააფორმა

ინგლისის მორაგბეთა ნაკრების ყოფილი წევრმა ჯეიმს ჰესკელმა, შერეული საბრძოლო სახეობის ღონისძიებების ორგანიზატორ კომპანია „ბელატორ“-თან (Bellator MMA) კონტრაქტი გააფორმა.

34 წლის ათლეტი მძიმე წონაში იასპარეზებს. „ვოსფსის“ და „ნორსჰემფთონ სეინთსის“ ყოფილ მესამე ხაზელს ინგლისის ნაკრებში 77 კეპი აქვს მოპოვებული. მან კარიერა 2019 წლის მაისში დაასრულა.

ყოფილი მორაგბე წარსულში მაიკლ „ვენომ“ პეიჯთან ერთად ვარჯიშობდა, რომელიც პროფესიონალი მებრძოლია. „ბელატორის“ თქმით, ჰესკელი პირველი პროფესიონალური ბრძოლისთვის აქტიურად ემზადება, რომელიც, სავარაუდოდ, 2020 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.

ჰესკელი ამბობს, რომ შერეული ორთაბრძოლებით, დაახლოებით ათი წელია რაც დაინტერესდა – „სპორტის ეს სახეობა რაგბიშიც მეხმარებოდა, მე უფრო ძლიერი ვიყავი და მოედანზე ადამიანების იძულებით გადაადგილებაში მეხმარებოდა.“

ჯეიმს ჰესკელმა ინგლისის შემადგენლობაში ორ მსოფლიო თასზე იასპარეზა, ხოლო „ექვსი ერი“ კი სამჯერ აქვს მოგებული.

დატოვე კომენტარი