ჯეიმს ჰარდენი და რასელ ვესტბრუკი ჰიუსტონში კორონავირუსით დაზარალებულებს დაეხმარებიან
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთმა კალათბურთელმა გამოთქვა სურვილი და უკვე დაეხმარა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს და სამედიცინო პერსონალს.
„ჰიუსტონ როკეთსის“ ლიდერებმა ჯეიმს ჰარდენმა და რასელ ვესტბრუკმა ჰიუსტონში რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვა გადაწყვიტეს. ჰარდენი ჰიუსტონის მახლობლად მცხოვრებ 5000 ოჯახს ორი თვის მანძილზე საკვებით უზრუნველყოფს.
რასელ ვესტბრუკმა კი 650 ჰიუსტონელ სტუდენტს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.