ჯეიმს ჰარდენი და რასელ ვესტბრუკი ჰიუსტონში კორონავირუსით დაზარალებულებს დაეხმარებიან

11:42, 16.04.2020

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთმა კალათბურთელმა გამოთქვა სურვილი და უკვე დაეხმარა კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს და სამედიცინო პერსონალს.

„ჰიუსტონ როკეთსის“ ლიდერებმა ჯეიმს ჰარდენმა და რასელ ვესტბრუკმა ჰიუსტონში რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩართვა გადაწყვიტეს. ჰარდენი ჰიუსტონის მახლობლად მცხოვრებ 5000 ოჯახს ორი თვის მანძილზე საკვებით უზრუნველყოფს.

რასელ ვესტბრუკმა კი 650 ჰიუსტონელ სტუდენტს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

მსგავსი