ჯეიმს დევიდ ვენსი - დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, როგორ ვაკრიტიკებდი მას რვა წლის წინ
ჯეიმს დევიდ ვენსი - დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, როგორ ვაკრიტიკებდი მას რვა წლის წინ

დონალდ ტრამპს არ აინტერესებს, როგორ ვაკრიტიკებდი მას რვა წლის წინ, – ამის შესახებ სენატორმა ოჰაიოდან, ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ისაუბრა თუ არა მან ტრამპთან ამ საკითხზე, ვენსმა დადებითად უპასუხა.

„მას სპილოს მეხსიერება აქვს და, რა თქმა უნდა, ახსოვს ხალხის მხრიდან კრიტიკა. მაგრამ ეს ის ადგილია, სადაც მედიას, ჩემი აზრით, ნამდვილად არ ესმის ტრამპის. ის აღიარებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ, შეიცვალონ აზრი“, – თქვა ვენსმა.

ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა ისიც, რომ ტრამპს არ აინტერესებს, ვენსმა რა თქვა რვა წლის წინ, არამედ აინტერესებს, თუ შეძლებენ ერთად ქვეყნის წარმატებით მართვას.