ჯეიმს დევიდ ვენსი - ბაიდენი გახლდათ ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, კამალა ჰარისი მასთან ერთად იყო ყოველ ნაბიჯზე, პრეზიდენტი ტრამპი და მე მზად ვართ, გადავარჩინოთ ამერიკა
ჯეიმს დევიდ ვენსი - ბაიდენი გახლდათ ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, კამალა ჰარისი მასთან ერთად იყო ყოველ ნაბიჯზე, პრეზიდენტი ტრამპი და მე მზად ვართ, გადავარჩინოთ ამერიკა

პრეზიდენტი ტრამპი და მე მზად ვართ, გადავარჩინოთ ამერიკა, ვინც არ უნდა იყოს დემოკრატების პირველ ადგილზე, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი ჯეიმს დევიდ ვენსი სოციალურ ქსელში წერს.

„ჯო ბაიდენი გახლდათ ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და კამალა ჰარისი მასთან ერთად იყო ყოველ ნაბიჯზე. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მან ხელი მოაწერა ბაიდენის ღია საზღვრების გადაწყვეტილებას და მწვანე თაღლითობის პოლიტიკას, რამაც გაზარდა საცხოვრებლისა და საკვები პროდუქტების ღირებულება. მას ეკუთვნის ყველა ეს წარუმატებლობა. ის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში ცრუობდა ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობების შესახებ – ტვირთად აწვებოდა
ერს პრეზიდენტით, რომელსაც მოვალეობის შესრულება არ შეეძლო. პრეზიდენტი ტრამპი და მე მზად ვართ, გადავარჩინოთ ამერიკა, ვინც არ უნდა იყოს დემოკრატების პირველ ადგილზე“, – წერს ჯეიმს დევიდ ვენსი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.