სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი - არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ჩვენი ბებია-ბაბუები სიღარიბეში ჩააგდონ, რისთვის, ზელენსკის რომელიმე მინისტრმა უფრო დიდი იახტა რომ იყიდოს?
სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი - არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, ჩვენი ბებია-ბაბუები სიღარიბეში ჩააგდონ, რისთვის, ზელენსკის რომელიმე მინისტრმა უფრო დიდი იახტა რომ იყიდოს?

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სოციალური უზრუნველყოფა შეამცირონ და ჩვენი ბებია-ბაბუები სიღარიბეში ჩააგდონ, რისთვის? რომ ზელენსკის რომელიმე მინისტრმა უფრო დიდი იახტა იყიდოს? ეს არ მოხდება, – ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა დონალდ ტრამპის ყოფილ თანაშემწესთან, სტივ ბენონთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, სენატორმა კიდევ ერთ ინტერვიუში, რომელიც მან „სიენენს“ მისცა, განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა აღიაროს, რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიის ნაწილის დათმობა.

„ჩვენ ვერ მივიღებთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მკაცრ მორალურ ისტორიებზე დაყრდნობით. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა არის ამერიკის საუკეთესი ინტერესებში. ჩვენ გვაქვს სასურსათო კრიზისი, რომელიც უარესდება აღმოსავლეთ ევროპაში გაჭიანურებული ომის გამო. ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ემუქრება დასავლეთ ევროპაში რამდენიმე მოკავშირე მთავრობას. ამერიკის საუკეთესო ინტერესებშია, აღიაროს, რომ უკრაინას მოუწევს რუსებისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი. როდესაც ვფიქრობ უზარმაზარ ადამიანურ ტრაგედიაზე – ასობით ათასი აღმოსავლეთევროპელი უდანაშაულო ადამიანია მოკლული ამ კონფლიქტში – ვრწმუნდები, რომ ჩვენს და მათ ინტერესებშია მკვლელობის დასრულება“, – განაცხადა ჯეიმს დევიდ ვენსმა.

რესპუბლიკელმა სენატორმა აბსურდი უწოდა უკრაინის 1991 წლის საზღვრების აღდგენას და განაცხადა, რომ ომი ყოველთვის მოლაპარაკებებით სრულდება.

„ჩვენ უნდა დავასრულოთ მკვლელობა. სწორედ ეს უნდა აკეთოს ამერიკულმა ხელმძღვანელობამ და არა ომისთვის ცარიელი ჩეკების გამოწერა“, – აღნიშნა ვენსმა.