ჯეიმს აპატურაი - შევაქებ ევროკავშირსა და აშშ-ს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში კრიზისის მოგვარებაში, ასევე პარტიებს, რომლებმაც შეძლეს კომპრომისის მიღწევა
ჯეიმს აპატურაი - შევაქებ ევროკავშირსა და აშშ-ს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოში კრიზისის მოგვარებაში, ასევე პარტიებს, რომლებმაც შეძლეს კომპრომისის მიღწევა

ძალიან კარგი იყო, რომ საქართველოში კრიზისი დასრულდა. შევაქებ ევროკავშირსა და აშშ-ს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს საკითხის მოგვარებაში და პარტიებს, რომლებმაც შეძლეს კომპრომისის მიღწევა, – ამის შესახებ ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„გასულ წლებში ვისწავლე, რომ საქართველოს პოლიტიკის პროგნოზირება არც მე და ბევრ სხვასაც არ შეუძლია, მაგრამ ძალიან კარგი იყო, რომ საქართველოში კრიზისი დასრულდა. შევაქებ ევროკავშირსა და აშშ-ს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ საკითხის მოგვარებაში. ასევე შევაქებ პარტიებს, რომლებმაც შეძლეს კომპრომისის მიღწევა. მანამდე ვთქვი, რომ ნატო-ს არც ერთ ქვეყანაში არ გვინახავს სიტუაცია, როდესაც პარლამენტს არ შეეძლო მუშაობა, რადგან ოპოზიცია უარს ამბობდა, პარლამენტში შესვლაზე. შეიძლება, არსებობდა ამის რამე კარგი მიზეზი ან შეიძლება არა, მაგრამ საპარალამენტო დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის, უთანხოებისა და აზრების გაზიარების ადგილი პარლამენტია. ამიტომ, ჩვენ გახარებული ვართ, რომ პარტიების უმეტესობა დაბრუნდა პარლამენტში და დაიწყო ნორმალური პოლიტიკური დისკურსი“, – აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე, მთავრობა და ოპოზიცია იმუშავებს პოლარიზაციის განმუხტვაზე, რადგან ქართველ ხალხს სჭირდება რეფორმები.

„დაძაბულობა მაინც არსებობს. კვლავ არსებობს პოლიტიკური პოლარიზაცია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე, მთავრობა და ოპოზიცია იმუშავებს პოლარიზაციის განმუხტვაზე და წაიწევს წინ უფრო ნორმალური, მშვიდობიანი პოლიტიკური დისკუსიისკენ, რადგან უპირველეს ყოვლისა არსებობს რეფორმები, რომლებიც ქართველ ხალხს სჭირდება და ასევე არსებობს რეფორმები, რომელიც ჩვენი აზრით, სჭირდება საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მოსამზადებლად. ასე რომ, შეთანხმება იყო კარგი ნაბიჯი. პროგნოზს ვერ გავაკეთებ რა მოხდება მომავალში, მაგრამ მიმართულება, რომელიც ნაკლებ პოლარიზაციას და მეტ თანამშრომლობას გულისხმობს, ნამდვილად კარგია“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.