ჯეიმს აპატურაი - საქართველოს მთავრობის წარმატებამ ძალიან კარგი შედეგი მოიტანა, ეს იყო მტკიცე პროგრესი, საქართველო ნატო-ს ყველაზე აქტიური პარტნიორია
ჯეიმს აპატურაი - საქართველოს მთავრობის წარმატებამ ძალიან კარგი შედეგი მოიტანა, ეს იყო მტკიცე პროგრესი, საქართველო ნატო-ს ყველაზე აქტიური პარტნიორია

ნატო-საქართველოს არსებითი თანამშრომლობა აკავშირებთ, ახლა მთავარია ამ თანამშრომლობის არსებულ პარამეტრებში წინ წაწევა, ამას ვურჩევ ჩემს შემცვლელს და მეც გავაკეთებ იგივეს ახალ პოზიციაზე, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობის წარმატებამ კარგი შედეგი მოიტანა, რაც მტკიცე პროგრესში გამოიხატა. ჯეიმს აპატურაი აღნიშნავს, რომ საქართველო ნატო-ს ყველაზე აქტიური პარტნიორია.

„ჩემს თავს ვხედავდი, როგორც ნატო-ს სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, თუმცა ასევე საკუთარ თავს განვიხილავდი ნატო-ში საქართველოს სპეციალურ წარმომადგენლად, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში პრიორიტეტულად რჩება და არსებობს არსებითი თანამშრომლობა, რაც ჩვენ გვაკავშირებს. ახლა მთავარია, ამ თანამშრომლობის წინ წაწევა იმ პარამეტრებში, რომელიც გვაქვს. აი, ამას ვურჩევ ჩემს შემცვლელს. ასევე, მეც გავაკეთებ ამას ახალ პოზიციაზე. მჯერა, რომ საქართველოს მთავრობის წარმატებამ ძალიან კარგი შედეგი მოიტანა. ეს იყო მტკიცე ზეწოლა, მტკიცე პროგრესი. საქართველო ნატო-ს ყველაზე აქტიური პარტნიორია, რომელიც გვყავს. ასე, რომ საქრთველოს მთავრობამ არ დაუშვა, საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში დაქვეითებულიყო, მაგრამ ამას პოლიტიკურად გამჭრიახი გზით აკეთებდა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ზედმეტს არ აკეთებდნენ არც საჯარო დიპლომატიაში და ზედმეტ ზეწოლას არ ახდენდნენ. მათ ასე უნდა გააგრძელონ, შეინარჩუნონ სტრატეგიული მოთმინება და წაიწიონ წინ, ეს არის სწორი გზა“, – აცხადებს ჯეიმს აპატურაი საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.