ჯეიმს აპატურაი - საქართველოს ძალიან იმედიანად ვტოვებ, მომავალი წლისთვის კარგი გეგმები გვაქვს
ჯეიმს აპატურაი - საქართველოს ძალიან იმედიანად ვტოვებ, მომავალი წლისთვის კარგი გეგმები გვაქვს

საქართველოს ძალიან იმედიანად ვტოვებ, რეფორმები კარგად მიმდინარეობს, უკვე გვაქვს კარგი გეგმები მომავალი წლისთვის, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამგზავრებისას განაცხადა.

„ზოგადი კლიმატი ყველა ჩემს შეხვედრაზე ძალიან პოზიტიური იყო. შეშფოთების ერთადერთი თემა, რა თქმა უნდა, არჩევნების შემდგომი პერიოდი და პოლარიზებული პოლიტიკური დებატებია. თუმცა ყველამ, ვისაც შევხვდი მაღალ დონეზე, მთავრობის წარმომადგენელი იქნებოდა ის, თუ ოპოზიციის, დამარწმუნა, რომ იმუშავებენ ინკლუზიური დისკუსიებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც უნდა იყოს უფრო ინკლუზიური, უფრო მშვიდი. ვფიქრობ, ყველა ქართველი დამეთანხმება ამაში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.