ჯეიმს აპატურაი - საქართველო ყოველთვის არის ნატო-ს დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად წარმოდგენილი, მათ შორის მზადება წევრობისთვის
ჯეიმს აპატურაი - საქართველო ყოველთვის არის ნატო-ს დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად წარმოდგენილი, მათ შორის მზადება წევრობისთვის

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი 2018 წელს ნატო-საქართველოს ურთიერთობებს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აჯამებს.

როგორც აპატურაი აცხადებს, მიმდინარე წელი ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გასაღრმავებლად ძალიან კარგი წელი იყო.

„არსებითი პაკეტი, რომელზეც უელსის სამიტზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, შესრულდა. ამ პაკეტის იმპლემენტაცია გეგმის მიხედვით წარმატებით განხორციელდა და ქართველი ხალხი ხედავს ჩვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგებს. ეს არის ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი.

ნატო-ს და საქართველოს აქვთ თითქმის უწყვეტი პოლიტიკური კონსულტაციები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანაა“,- აცხადებს აპატურაი.

აპატურაის თქმით, ნ​ატო-ში საქართველოს წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე დაუღალავად მუშაობს და მუდმივად ხელს უწყობს ნატო-ს ყველა ოფისში საქართველოს ინტერესების აქტუალიზაციას.

ნატო-სა და საქართველოს შორის კონსულტაციები ყველა დონეზე მიმდინარეობს. ელჩი ალექსანდრე მაისურაძე დაუღალავად მუშაობს და მუდმივად ხელს უწყობს ნატო-ს ყველა ოფისში და მათ შორის ჩემს ოფისში საქართველოს ინტერესების აქტუალიზაციას. ვფიქრობ, რომ მის მცდელობებს მოაქვს კონკრეტული შედეგები.

დიახ, საქართველო ყოველთვის არის ნატო-ს დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ საკითხად წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოს მზადება ნატო-ს მომავალი წევრობისთვის და ასე გაგრძელდება 2019 წელს. ველოდები ნატო-ს მაღალჩინოსნების ვიზიტებს საქართველოში, ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს მომავალ წელს და პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელებას“,- განაცხადა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ.