ჯეიმს აპატურაი - საქართველო მუდმივად არის ნატოს დღის წესრიგში
ჯეიმს აპატურაი - საქართველო მუდმივად არის ნატოს დღის წესრიგში

2018 წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი იყო, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. საქართველოს აქვს პროგრესი რეფორმების გატარების გზაზე და ეს შესანიშნავი პროგრესი ნატო-მ არაერთხელ აღიარა. არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებები მომდევნო წლებში დასრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის საქართველოს წევრობისთვის მოსამზადებლად. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შანსი და შესაძლებლობა.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც საქართველოში ჩამოვედი, მომავალ გეგმებზე მუშაობის დაწყებაა. მუშაობა ახალ იდეებზე, რომელიც მიგვიყვანს კონრეტულ შედეგამდე, ეს არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი და ევროატლანტიკური მისწრაფება, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი, გახდეს ქვეყანა ნატოს წევრი. გვაქვს ძალიან საინტერესო იდეები. მომავალ წელს ველოდებით ერთობლივ წვრთნებს, აქტიურად ვმუშაობთ ერთად შავი ზღვის უსაფრთხოებაზე . საქართველო მუდმივად არის ნატოს დღის წესრიგში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.