ჯეიმს აპატურაი - ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო აგრძელებს რეფორმებს
ჯეიმს აპატურაი - ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო აგრძელებს რეფორმებს

ნატო-ს წევრი ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, – ამის შესახებ პირველ არხს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, გასულ კვირას ნატო-ში გამართულმა შეხვედრებმა დაადასტურა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ორგანიზაციაში მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილება ძალაშია.

„ნატო რჩება ერთგული ამ გადაწყვეტილებების და აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ნატო-ს წევრი ქვეყნები მიესალმებიან საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამბობენ, რომ ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი რეფორმები ეხმარება საქართველოს, რომ ასპირანტი ქვეყანა დაუხლოვდეს ნატო-ს სტანდარტებს. ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველო აგრძელებს რეფორმებს. მომავალ წელს ჩვენ ჩავატარებთ ერთობლივ წვრთნებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დასტური იმის, რომ ერთი გუნდი ვართ. ნატო – საქართველოს ერთობლივი სწავლება 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართება”, – განაცხადა აპატურაიმ.