ჯეიმს აპატურაი - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება შემაშფოთებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში უმცირესობები, მედია, სიტყვის თავისუფლება დაცულია, ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები
ჯეიმს აპატურაი - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება შემაშფოთებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოში უმცირესობები, მედია, სიტყვის თავისუფლება დაცულია, ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება შემაშფოთებელი ფაქტია.

მისივე თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში უმცირესობები, მედია, სიტყვის თავისუფლება დაცულია, ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები.

„ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის დასაწყისში ის ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მათ შორის ჩემთვის. დემოკრატიულ სახელმწიფოში უმცირესობები დაცულია, მედია, სიტყვის თავისუფლება დაცულია. ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები. არც ერთი ინსტიტუტი ან ორგანიზაცია არ არის გათავისუფლებული ამ ვალდებულებებისგან“, – წერს ჯეიმს აპატურაი.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

დატოვე კომენტარი