ჯეიმი ჯოზეფი იაპონიის ნაკრებში რჩება
ჯეიმი ჯოზეფი იაპონიის ნაკრებში რჩება

იაპონიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯეიმი ჯოზეფს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ახალზელანდიელი მწვრთნელი დაკავებულ თანამდებობაზე 2023 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ჩათვლით დარჩება.

ჯეიმი ჯოზეფის თავკაცობით იაპონიის ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიოს თასზე ქვეყნის ეროვნული ნაკრების არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. გუნდი მსოფლიოს თასის ნახევარფინალში გავიდა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის. 2019 წლის მსოფლიოს თასზე დასახულ მიზანს მივაღწიეთ. საუკეთესო რვა გუნდში მოვხდით, მაგრამ ახლა ჩემი მიზანია იაპონიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ უფრო მაღალი შედეგებისთვის იბრძოლოს. იაპონიამ ჩემს სპორტულ კარიერაში დიდი როლი ითამაშა, ახლა კი სამწვრთნელო კარიერაშიც. ამჟამინდელმა ნაკრებმა მთელს მსოფლიოს დაანახა, რისი მიღწევა არის შესაძლებელი, როდესაც დაუღალავად შრომობ და კოლექტიურად მუშობა ერთი მიზნისთვის.

მომავალი 2023 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადება დღეიდან იწყება. ყველას, ვისაც უნდა 2023 წელს საფრანგეთში, მსოფლიოს თასზე იაპონიის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშოს, აუცილებელია აქედანვე დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი“- განაცხადა იაპონიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯეიმი ჯოზეფმა.