ჯეილენ ბრაუნის 40 ქულა „სტეიპლს ცენტრში“, „ბოსტონმა“ „ლეიკერსი“ დაამარცხა - NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT
ჯეილენ ბრაუნის 40 ქულა „სტეიპლს ცენტრში“, „ბოსტონმა“ „ლეიკერსი“ დაამარცხა - NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები შედგა. ლოს ანჯელესის „სტეიპლს ცენტრში“ „ლეიკერსმა“ „ბოსტონს“ უმასპინძლა. ბრედ სტივენსის გუნდმა მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. დიდ შესვენებაზე „სელტიკსი“ 13-ქულიანი უპირატესობით გავიდა. მოქმედმა ჩემპიონმა თამაშის სურათის შეცვლა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 113:121 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ „ლეიკერსი“ კვლავ ენტონი დევისისა და ლებრონ ჯეიმსის გარეშე თამაშობს. მათ არყოფნაში ყველაზე მეტი 19 ქულა ტალენ ჰორტონ ტაკერმა მიითვალა. 18 ქულაა მარკ გასოლის ანგარიშზე. 17 ქულით დაასრულა მატჩი ბენ მაკლემორმა.

ბოსტონელთა შორის ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ჯეილენ ბრაუნმა. მან 40 ქულა დააგროვა და ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. 15-15 ქულა მიითვალეს მარკუს სმარტმა და პეიტონ პიჩარდმა. 14-14 ქულაა ჯეისონ ტატუმისა და ტრისტან ტომპსონის ანგარიშზე.

ლეიკერსს“ 34 მოგება და 22 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. „ბოსტონი” კი 30 მოგებითა და 26 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე-მეხუთე პოზიციაზებს „ატლანტასთან” იყოფს.

 

ლეიკერსი – ბოსტონი 113:121

 

ატლანტა – მილუოკი 109:120

 

კლივლენდი – გოლდენ სტეიტი 101:119

 

ფინიქსისაკრამენტო 122:114