ჯეიკ სალივანი - ჯო ბაიდენს ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს შორის კავშირების აღდგენა სურს
აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, აღადგინოს ამერიკელ და ჩინელ სამხედროებს შორის კავშირები, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
„პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს სამხედრო კავშირების აღდგენა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია“, – აღნიშნა სალივანმა.
მისივე თქმით, ეს არის აშშ-ის დღის წესრიგის მთავარი პუნქტი.
როგორც მედია წერს, ოთხშაბათს, სან ფრანცისკოში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე ბაიდენი პირადად შეხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს. 2021 წლის შემდეგ ეს იქნება ორ ლიდერს შორის მეორე პირისპირ შეხვედრა.