ჯეიკ სალივანი - აშშ-ის სამხედრო დახმარება, რომელიც გასულ თვეში კონგრესმა დაამტკიცა, უკვე უკრაინაშია
აშშ-ის სამხედრო დახმარება, რომელიც გასულ თვეში კონგრესმა დაამტკიცა, უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი ავრცელებს.
„იმავე დღეს, როდესაც კანონი ძალაში შევიდა, ორი-სამი კვირის წინ, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს. ამ ტექნიკის ნაწილი უკვე ბრძოლის ველზეა. პარასკევს მან ხელი მოაწერა სხვა პაკეტსაც. ამ აღჭურვილობის ნაწილი მიმდინარე კვირაში ჩავა ბრძოლის ველზე“, – განაცხადა სალივანმა.
შეგახსენებთ, რომ აპრილში კონგრესმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა, რის შემდეგაც თეთრმა სახლმა პირობა დადო, რომ უკრაინას იარაღს სწრაფად მიაწვდიდა.