ჯეიჰუნ ბაირამოვი – სასიამოვნო იყო ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა
სასიამოვნო იყო ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„სასიამოვნო იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა. დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა და გამოვხატეთ მადლიერება რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და კეთილდღეობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევისთვის,“ – წერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი.
აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით შეხვედრა ორმხრივ ფორმატში გაიმართა.
It was a pleasure to meet with #Georgian MFA @iliadarch. Reiterated the importance of strong bilateral #Azerbaijan–#Georgia strategic partnership and expressed gratitude for the efforts to achieve a sustainable peace & prosperity in the region. pic.twitter.com/oPYQR3KJPn
— Jeyhun Bayramov (@bayramov_jeyhun) July 16, 2022