ჯეიჰუნ ბაირამოვი – ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მქონდა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონულ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები. ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული, ნაყოფიერი და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას“, – წერს ჯეიჰუნ ბაირამოვი.
აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს დღეს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით შეხვედრა ორმხრივ ფორმატში გაიმართა.
Had a meeting with #Georgian PM @GharibashviliGe & discussed issues related to 🇦🇿 🇬🇪 strategic partnership and regional situation. Importance of further strengthening friendly, fruitful and comprehensive cooperation between #Azerbaijan & #Georgia was emphasised. pic.twitter.com/ucddw9j5pC
— Jeyhun Bayramov (@bayramov_jeyhun) July 16, 2022