ჯეიჰუნ ბაირამოვი - 2025 წლის დასაწყისიდან ევროკავშირ-აზერბაიჯანის დიალოგის კონტექსტში ძალიან სერიოზული აღორძინების მომსწრენი გავხდით
ჯეიჰუნ ბაირამოვი - 2025 წლის დასაწყისიდან ევროკავშირ-აზერბაიჯანის დიალოგის კონტექსტში ძალიან სერიოზული აღორძინების მომსწრენი გავხდით

2025 წლის დასაწყისიდან ევროკავშირ-აზერბაიჯანის დიალოგის კონტექსტში ძალიან სერიოზული აღორძინების მომსწრენი გავხდით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ბაქოში, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მარგუს ცაჰკნასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამ კონტექსტში აზერბაიჯანელმა მინისტრმა გაიხსენა კაია კალასის ვიზიტი აზერბაიჯანში.

„ევროკავშირის ენერგეტიკისა და გაფართოების საკითხებში კომისრების ჩვენს ქვეყანაში ვიზიტებმა მნიშვნელოვნად გააცოცხლა ეს დიალოგი. ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობა დღეს მნიშვნელოვნად გაფართოვდა. 2020 წლის ბოლოდან აზერბაიჯანმა ევროპის ბაზრისთვის გაზის მიწოდება დაიწყო და ევროკავშირის მოთხოვნის შემდეგ ეს მიწოდება მნიშვნელოვნად გაიზარდა. აზერბაიჯანი მსოფლიოში წამყვანი ქვეყანაა მილსადენებით გაზის მიწოდების მხრივ. მილსადენებით გაზი 14 ქვეყანას მიეწოდება, რომელთაგან 10 ევროპული ქვეყანაა“, – განაცხადა ჯეიჰუნ ბაირამოვმა.