ჯეიდონ სანჩოს „დორტმუნდიდან“ წასვლა უნდა

21:06, 15.11.2019

„დორტმუნდის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჯეიდონ სანჩომ უახლოეს მომავალში კლუბის შეცვლის სურვილი გამოთქვა, – წერს გაზეთი „დეილი მეილი“.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ 19 წლის ინგლისელ ფორვარდს კარიერაში დაწინაურება და ტიტულებისთვის ბრძოლა სურს.

სანჩოს გადაბირებით დაინტერესებულები არიან ევროპული გრანდები – მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“. ამ სიას დაემატა „ლივერპული“, რომელიც მზად არის კონკურენტებს პერსპექტიული გარემარბი წაართვას.

მიმდინარე წლის აგვისტოში „დორტმუნდი“ ჯეიდონ სანჩოს სავარადო წასვლისთვის ემზადებოდა, მაშინ ინგლისელში 100 მილიონ ფუნტს იხდიდნენ, თუმცა გერმანელებმა მისი შენარჩუნება შეძლეს.

მსგავსი