ჯეიდონ სანჩომ პრემიერლიგაში ან ლა ლიგაში გადასვლა დააანონსა
ჯეიდონ სანჩომ პრემიერლიგაში ან ლა ლიგაში გადასვლა დააანონსა

„დორტმუნდის“ ფორვარდმა ჯეიდონ სანჩომ თავის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. ინგლისელმა აღიარა, რომ შეიძლება მალე დატოვოს თავისი ამჟამინდელი კლუბი და გადავიდეს ინგლისის ან ესპანეთის ჩემპიონატში.

„მომავლის განჭვრეტა არ შემიძლია, მაგრამ არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ ინგლისის პრემიერლიგაში დავბრუნდები. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ ლა ლიგას ვარიანტს, მაგრამ, ახლა, ამაზე ნაადრევია ლაპარაკი. გერმანიაში ჩემში გაცილებით მცირე ზეწოლაა პრესის მხრიდან. ვფიქრობ, ეს მეხმარება დავრჩე მაქსიმალურად კონცენტრირებული. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია თამაში – ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მე, უბრალოდ, ვეხმარები ჩემს გუნდს და ვსწავლობ რაღაცას ყოველ ჯერზე, როცა მინდორზე გავდივარ“, – მოჰყავს სანჩოს სიტყვები გაზეთ „ბილდს“.