ჯეი დი ვენსი – ვულოცავთ ლეო XIV-ს, პირველ ამერიკელ პაპს, დარწმუნებული ვარ, მილიონობით ამერიკელი კათოლიკე და სხვები ილოცებენ მისი წარმატებული მოღვაწეობისთვის
MILWAUKEE, WISCONSIN - JULY 17: Republican vice presidential candidate, U.S. Sen. J.D. Vance (R-OH) speaks on stage on the third day of the Republican National Convention at the Fiserv Forum on July 17, 2024 in Milwaukee, Wisconsin. Delegates, politicians, and the Republican faithful are in Milwaukee for the annual convention, concluding with former President Donald Trump accepting his party's presidential nomination. The RNC takes place from July 15-18. (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავს.
„ვულოცავთ ლეო XIV-ს, პირველ ამერიკელ პაპს არჩევას! დარწმუნებული ვარ, მილიონობით ამერიკელი კათოლიკე და სხვები ილოცებენ ეკლესიის ხელმძღვანელობაში მისი წარმატებული მოღვაწეობისთვის. ღმერთმა დალოცოს ის!“, – წერს ჯეი დი ვენსი.
კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რობერტ ფრანცის პრევოსტს პაპობაში ლეო XIV ეწოდება.
Congratulations to Leo XIV, the first American Pope, on his election! I’m sure millions of American Catholics and other Christians will pray for his successful work leading the Church. May God bless him!
— JD Vance (@JDVance) May 8, 2025