ჯეი დი ვენსი - ვერ ვეგუები, როგორ სურს ჩვენი ევროპელი მეგობრების უმრავლესობას, მათთვის მიუღებელი იდეები „არალეგიტიმურად“ მონათლონ
ვერ ვეგუები, როგორ სურს ჩვენი ევროპელი მეგობრების უმრავლესობას, მათთვის მიუღებელი იდეები „არალეგიტიმურად“ მონათლონ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ვენსის თქმით, უთანხმოება არსებობს იმის თაობაზე, ევროპა უფრო მეტად უნდა უჭერდეს მხარს უკრაინის საომარ ძალისხმევას თუ ნაკლებად.
„არსებობს უთანხმოება იმის თაობაზე, ევროპა უფრო მეტად უნდა უჭერდეს მხარს უკრაინის საომარ ძალისხმევას რუსეთის წინააღმდეგ თუ ნაკლებად. ორივე პოზიცია ლეგიტიმურია. სასაცილოა იმის თქმა, რომ ამ მოსაზრებებიდან ერთ-ერთი მხოლოდ რუსული პროპაგანდაა. ვერ ვეგუები, როგორ სურს ჩვენი ევროპელი მეგობრების უმრავლესობას, მათთვის მიუღებელი იდეები „არალეგიტიმურად“ მონათლონ“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.