ჯეი დი ვენსი – ვატიკანის შეხედულებები იმიგრაციასთან დაკავშირებით შემაშფოთებელია

12:43, 01.07.2026

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ვატიკანის პოზიციას მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით.

როგორც ვენსმა „ფოქს ნიუსთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომის პაპის განცხადებები დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ მისთვის შემაშფოთებელია.

„ვფიქრობ, რომ ზოგიერთი რამ, რაც ვატიკანიდან მიგრაციის საკითხზე გაჟღერდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია და მე ამას არ ვეთანხმები“, – განაცხადა ვენსმა.

ვენსის თქმით, „კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს, რომლებიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკას არ ეთანხმებიან, ამ საკითხზე დისკუსიისთვის იწვევს“.

„ამის გამო მათ მიმართ მტრულად განწყობილი არ ვარ. მე მათ საუბარს ვთავაზობ, თუმცა ასევე ვურჩევ, გაითვალისწინონ, რომ მასობრივ მიგრაციას მსხვერპლიც ჰყავს”, – აღნიშნა ვენსმა.

ცნობისთვის, რომის პაპმა ლეო XIV-მ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა რამდენჯერმე გააკრიტიკა. რომის პაპმა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიგრანტების მიმართ მოპყრობას „არაადამიანური“ უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მიგრანტების მიმართ „უკიდურესად უპატივცემულო“ დამოკიდებულებას ავლენს.

მსგავსი