ჯეი დი ვენსი - უმნიშვნელო ბრალდების საფუძველზე, რომელიც მის თანამშრომლებს უკავშირდება, ცდილობენ, მარინ ლე პენი ციხეში ჩასვან, არჩევნებიდან მოხსნან, ეს არ არის დემოკრატია
ჯეი დი ვენსი - უმნიშვნელო ბრალდების საფუძველზე, რომელიც მის თანამშრომლებს უკავშირდება, ცდილობენ, მარინ ლე პენი ციხეში ჩასვან, არჩევნებიდან მოხსნან, ეს არ არის დემოკრატია

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს მხარდაჭერას უცხადებს.

ჯეი დი ვენსის თქმით, რაც მარინ ლე პენის წინააღმდეგ კეთდება, არ არის დემოკრატია.

„ზოგიერთ გამოკითხვაში ლიდერობის გამო, უმნიშვნელო ბრალდების საფუძველზე, რომელიც მის თანამშრომლებს უკავშირდება და არა თავად მარინ ლე პენს, ცდილობენ მის ციხეში ჩასმას, არჩევნებიდან მოხსნას. ეს არ არის დემოკრატია“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა,რომ ევროპისადმი მისი გზავნილი ევროპული მედიის ნაწილმა ანტიევროპულად აღიქვა, თუმცა, რეალურად, ყველაფერი პირიქითაა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს პროევროპული გამოსვლაა. ჩვენ გვიყვარს ევროპა, გვიყვარს ევროპელი ხალხი, რა თქმა უნდა, ის კულტურულად არის უმნიშვნელოვანესი მსოფლიოსთვის. და ფუნდამენტურად, ამერიკა ევროპიდან წარმოიშვა, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ევროპის უდიდესი საფრთხე არ არის ჩინეთი ან რუსეთი. ევროპის უდიდესი საფრთხე შიგნიდან მოდის“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.