ჯეი დი ვენსი - უკრაინამ უნგრეთში მილსადენი დაკეტა, რადგან სურს, გავლენა მოახდინოს უნგრეთის არჩევნებზე
უკრაინამ უნგრეთში „დრუჟბის“ მილსადენი დაკეტა, რადგან სურს, გავლენა მოახდინოს უნგრეთის არჩევნებზე და, ამავდროულად, უნგრელ ხალხს ტანჯვა მიაყენოს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ვენსმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას მისი განცხადების შესახებ, რომ „უკრაინის სადაზვერვო სამსახურები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ“ აშშ-ისა და უნგრეთის არჩევნებზე.
ამასთან, როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, არ იცოდა უკრაინის პრეზიდენტის განცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, ზელენსკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ჯარისკაცებს გაგზავნას აპირებდა. ვენსის თქმით, ეს სკანდალია და ეს მიუღებელია.