ჯეი დი ვენსი - ბაიდენის ადმინისტრაციამ უფრო მეტი გააკეთა სიტყვის თავისუფლების გასანადგურებლად, არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპაშიც, ვიდრე ამერიკის ისტორიაში ნებისმიერმა ადმინისტრაციამ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე ისაუბრა.
ვენსმა ამ კუთხით აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გააკრიტიკა.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ უფრო მეტი გააკეთა სიტყვის თავისუფლების გასანადგურებლად არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ევროპაშიც, ვიდრე ამერიკის ისტორიაში ნებისმიერმა ადმინისტრაციამ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.