ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მზად არის, შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, ტრამპს თუ რამე შეემთხვევა - დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი თავისი ვადის ბოლომდე იმუშავებს და დიდ საქმეებს გააკეთებს ხალხისთვის
ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მზად არის, შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, ტრამპს თუ რამე შეემთხვევა - დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი თავისი ვადის ბოლომდე იმუშავებს და დიდ საქმეებს გააკეთებს ხალხისთვის

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის, შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, ტრამპს თუ რამე შეემთხვევა.

ამის შესახებ ვენსმა „იუესეითუდეისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, მზადაა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შესასრულებლად, ვენსმა თქვა, რომ „ბოლო 200 დღის განმავლობაში სამსახურში ბევრ სასარგებლო გამოცდილებას დაეუფლა“.

ამასთან, მან დაამატა, რომ დონალდ ტრამპს აქვს „არაჩვეულებრივად ძლიერი ჯანმრთელობა“ და „უდიდესი ენერგია“ და ის ყველაზე მეტს მუშაობს თეთრ სახლში.

„დიახ, ხდება საშინელი ტრაგედიები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კარგ ფორმაშია, ის თავისი ვადის ბოლომდე იმუშავებს და დიდ საქმეებს გააკეთებს ამერიკელი ხალხისთვის. და თუ, ღმერთმა არ ქნას, საშინელი ტრაგედია მოხდება, ვერ წარმომიდგენია სამსახურში უკეთესი გამოცდილება, ვიდრე ის, რაც ბოლო 200 დღის განმავლობაში მივიღე“, – თქვა ვენსმა.