ჯეფრი საქსი - 2021 წლის 15 დეკემბერს საუბარი მქონდა ჯეიკ სალივანთან, მან მითხრა, რომ ნატო თავის რიგებში არ მიიღებდა უკრაინას, თუმცა ამას ვერ იტყოდნენ საჯაროდ
ჯეფრი საქსი - 2021 წლის 15 დეკემბერს საუბარი მქონდა ჯეიკ სალივანთან, მან მითხრა, რომ ნატო თავის რიგებში არ მიიღებდა უკრაინას, თუმცა ამას ვერ იტყოდნენ საჯაროდ

ამერიკელი პროფესორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორი ჯეფრი საქსი აცხადებს, რომ 2021 წელს მას საუბარი ჰქონდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან.

ჯეფრი საქსის თქმით, სალივანმა მას უთხრა, რომ ნატო თავის რიგებში არ მიიღებდა უკრაინას, თუმცა ამას ვერ იტყოდნენ საჯაროდ.

„2021 წლის 15 დეკემბერს ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი მქონდა ჯეიკ სალივანთან, თეთრ სახლში. ვთხოვდი, ჯეიკ, თავიდან აიცილეთ ომი. თქვენ შეგიძლიათ ომის თავიდან აცილება. რაც უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ თქვათ: ნატო თავის რიგებში არ მიიღებს უკრაინას, და მან მითხრა, ნატო არ მიიღებს უკრაინას, ამაზე არ იდარდოო. მე მას მოვუწოდე: ჯეიკ, ეს საჯაროდ თქვით. მან მიპასუხა: არა, ამას ვერ ვიტყვით საჯაროდ. ვუთხარი: ჯეიკ, თქვენ გექნებათ ომი იმის გამო, რაც არც კი მოხდება? მან მიპასუხა: არ იდარდო, ჯეფ, ომი არ იქნება“, – განაცხადა ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით – „მშვიდობის გეოპოლიტიკა“.