ჯასტინ ტრუდო - ნატო არ არის უბრალოდ გეოგრაფიული ალიანსი, ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, ერთიანები ვართ უკრაინის მხარდაჭერაში
ჯასტინ ტრუდო - ნატო არ არის უბრალოდ გეოგრაფიული ალიანსი, ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, ერთიანები ვართ უკრაინის მხარდაჭერაში

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ნატო მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის მოქმედებებს.

ჯასტინ ტრუდოს თქმით, ნატო ერთიანია და უკრაინაში რუსეთის შეჭრას კატეგორიულად მიუღებლად აფასებს.

„სახელის მიუხედავად, ნატო არ არის უბრალოდ გეოგრაფიული ალიანსი. ეს არის იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც ერთად დგანან, რადგან გვჯერა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის. სწორედ ამიტომ, ვლადიმერ პუტინის ეს არაკანონიერი, სასტიკი, შეჭრა მეგობარ დემოკრატიაში, უკრაინაში არის კატეგორიულად მიუღებელი. ნატო და მსოფლიოს ირგვლივ პარტნიორები ერთიანები არიან რუსეთის დაგმობაში, ასევე ერთიანები ვართ უკრაინის მხარდაჭერაში, როცა ისინი დგანან და იბრძვიან იმ ღირებულებებისთვის, რაც ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტრუდომ.