ჯასტინ ტრიუდო - კანადა პატივს სცემს და დაემორჩილება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას
კანადა პატივს სცემს და დაემორჩილება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოტანილ ყველა გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა.
„ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დაიცვას საერთაშორისო სამართალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სამართალს და დავიცავთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ყველა რეგულაციასა და გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტრიუდომ.
ცნობისთვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გასცა.