ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დამსწრე მოქალაქეების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

11:36, 23.07.2025

მსოფლიო პოპვარსკვლავის, ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით იმუშავებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ტრანსპორტი მოქალაქეებს 24 ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება.

„კონცერტზე დამსწრე საზოგადოების შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები და მეტრო გახანგრძლივებული დროით, 24 ივლისის 02:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტი გადაადგილდება ალტერნატიული მარშრუტებით. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ავტობუსების მარშრუტების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე გავავრცელეთ, თუმცა დაინტერესებულ პირებს მისი მოძიება თბილისის მერიის ვებგვერდზე, ასევე სოციალურ ქსელში, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე შეუძლიათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „სთარინგ ჯორჯიის“ მიერ დაგეგმილი კონცერტის გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაც შეიზღუდება. შეზღუდვა 24 ივლისის 01:00 საათამდე იმოქმედებს.

მსგავსი