ჯასტინ მაკკენზი სმიტი - ვიგონებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა, გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა
ჯასტინ მაკკენზი სმიტი - ვიგონებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა, გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა

გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი სოციალუ ქსელში წერს.

„დღეს ვიგონებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირა. გვახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა“, – წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი „ტვიტერში“.

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.