ჯასტინ მაკკენზი სმიტი გამოსამშვიდობებელ ვიდეოს ავრცელებს - ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი ოთხი წელი, საქართველოსა და ქართველ ხალხს მუდამ ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში
ჯასტინ მაკკენზი სმიტი გამოსამშვიდობებელ ვიდეოს ავრცელებს - ეს იყო ჩემი ცხოვრების შესანიშნავი ოთხი წელი, საქართველოსა და ქართველ ხალხს მუდამ ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მოღვაწეობას ასრულებს, სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ ვიდეოს ავრცელებს, სადაც საქართველოს მადლობას უხდის გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის.

„ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ოთხი წლით. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთი შესანიშნავი ოთხი წელი. ყველას დიდი მადლობა, მთელ ქვეყანას ასეთი გულთბილი მიღებისთვის და უშურველი მასპინძლობისთვის. საქართველოს, და საერთოდ ქართველ ხალხს, მუდამ ექნება განსაკუთრებული ადგილი ჩემს გულში. მე, როგორც დიდი ბრიტანეთის ელჩმა, თავი არ დავზოგე, შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე ქართველი და ბრიტანელი ხალხის უკეთესი მომავლისთვის, რადგან, როგორც შოთა რუსთაველი იტყოდა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა — დაკარგულია“, – აცხადებს ჯასტინ მაკკენზი სმიტი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში.

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობაზე ჯასტინ მაკკენზი სმიტს მარკ კლეიტონი შეცვლის. ახალი ელჩი საქართველოში აგვისტოში ჩამოვა.

დატოვე კომენტარი