ჯასტინ მაკკენზი სმიტი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების წლისთავი მტკივნეული შეხსენებაა იმ უსამართლობის, რომელსაც ხელს უწყობს რუსეთი
ჯასტინ მაკკენზი სმიტი - არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების წლისთავი მტკივნეული შეხსენებაა იმ უსამართლობის, რომელსაც ხელს უწყობს რუსეთი

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების წლისთავს სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმიანება.

„არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლისთავი მტკივნეული შეხსენებაა იმ უსამართლობის, ადამიანის უფლებების დარღვევების და საქართველოში საზოგადოების ხელოვნურად დაყოფის, რომელსაც ხელს უწყობს რუსეთი. გვახსოვს”, – წერს დიპლომატი.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამ მოქალაქესთან ერთად ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.