ჯასტინ კლუივერტმა სადებიუტო გოლი ყოფილ თანაგუნდელს მიუძღვნა
16:28, 03.10.2018
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „რომამ“ საკუთარ კედლებში, ჩეხური „პლზენი“ 5:0 გაანადგურა. შეხვედრის მეოთხე გოლი 19 წლის ჯასტინ კლუივერტმა გაიტანა, რომელიც ვეტერანი ჰოლანდიელი ვარსკვლავის – პატრიკ კლუივერტის შვილია.
19 წლის ჰოლანდიელმა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე „რომას“ შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა, შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 73-ე წუთზე მისთვის ისტორიული გოლიც გაიტანა. გოლის აღნიშვნისთვის მას სათადარიგო სკამთან მისვლა მოუწია, საიდანაც წინასწარ მომზადებული მაისური აიღო, რომელზეც მისი მეგობრის, კომიდან ახლახანს გამოსული „აიაქსელის“ გვარი – ნოური ეწერა.
წარმოშობით მაროკოელი ჰოლანდიელი -აბდელაქ ნოური, პატარა კლუივერტთან ერთად „აიქსის“ აკადემიაში აღიზარდა და ისინი წლებია მეგობრობენ. 2017 წლის ივნისში, ნოურმა ბრემენის „ვერდერისა“ და „აიაქსის“ ამხანაგურ შეხვედრაში, მოედანი ვერტფრენის საშუალებით დატოვა. მიზეზი გულის უკმარისობა გახდა, რის შემდეგაც თითქმის ერთი წელი კომაში გაატარა.
მართალია ორ თვის წინ „ეფი“- როგორც მას მეგობრები უწოდებენ, ერთი წლის შემდეგ კომიდან გამოვიდა, თუმცა სხეული პარალიზებული აქვს და ფეხბურთის თამაშიც, რა თქმა უნდა, სამუდამოდ აეკრძალა.