ჯასტინ გეტჯი - მსურს საუკეთესოს ტიტული მოვიპოვო
ჯასტინ გეტჯი - მსურს საუკეთესოს ტიტული მოვიპოვო

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი მაყურებელს 9 მაისს, ძალიან საინტერესო ქარდით დაუბრუნდება. ღონისძიების მთავარი ბრძოლა ტონი ფერგიუსონსა და ჯასტინ გეტჯის შორის გაიმართება. გამარჯვებული მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი ჩემპიონის ქამარს დაეუფლება.

ჯასტინ გეტჯიმ მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ის გამარჯვებას მოახერხებს, ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად კიდევ ერთი ბრძოლა ექნება მოსაგები.

„თუ მე დავამარცხებ ტონის, შემდგომ ხაბიბთან გავარკვევ ნამდვილი ჩემპიონის ვინაობას. მე აქ ამისთვის ვარ – მსურს მსოფლიოში საუკეთესოს ტიტული მოვიპოვო,“ – განაცხადა გეტჯიმ

შეგახსენებთ, რომ ტონი ფერგიუსონს ბოლო 12 ბრძოლა აქვს მოგებული, ხოლო გეტჯიმ უკანასკნელი სამი ბრძოლა ნოკაუტით დაასრულა.