ჯასტინ გეტჯი - ასეთ მცირე პერიოდში ხაბიბთან ბრძოლას არ დავთანხმდებოდი
ჯასტინ გეტჯი - ასეთ მცირე პერიოდში ხაბიბთან ბრძოლას არ დავთანხმდებოდი

წლების მანძილზე ჯასტინ გეტჯი მედიასთან ღიად საუბრობდა იმის შესახებ, რომ მოკლე პერიოდში ბრძოლებს არ დათანხმდებოდა, რადგან მას ოქტაგონზე 100%-ით დახარჯვა სურს. თუმცა, რამდენიმე დღეში, გეტჯი ჯექსონვილის არენაზე ტონი ფერგიუსონს მსუბუქი წონის დროებითი ტიტულისთვის დაუპირისპირდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ დროისთვის ეს მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა და ის მას მცირე პერიოდში დათანხმდა.

„არამგონია, რომ ხაბიბთან ბრძოლას ასეთ მცირე მოსამზადებელი ეტაპის შემთხვევაში დავთანხმებოდი. მე მგონია, რომ ბევრად მეტი შანსი მაქვს ტონი ყბაში ერთი ზუსტი დარტყმით ნოკაუტში გავუშვა, ვიდრე ხაბიბთან. იმისათვის, რომ ნურმაგომედოვის ზეწოლას საფუძვლიანად გავუძლო და წინააღმდეგობა გავუწიო ამისათვის მინიმუმ 10 კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი მჭირდება.“ – განაცხადა ჯასტინმა „ბი-თი სპორტ“-თან (BT Sport) მიცემულ ინტერვიუში.