ჯარელ ქუანსა „ლივერპულიდან“ კარიერას „ლევერკუზენში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ჯარელ ქუანსა „ლივერპულიდან“ კარიერას „ლევერკუზენში“ გააგრძელებს #1TVSPORT

„ლივერპულის“ ახალგაზრდა ცენტრალური მცველი ჯარელ ქუანსა კარიერას გერმანიაში გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელი ორშაბათს „ლევერკუზენის“ რიგებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ქუანსა მერსისაიდულ კლუბში აღიზარდა და პირველ გუნდში 58 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მან სამი გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ ეს მესამე სატრანსფერო შეთანხმებაა ამ ორ კლუბს შორის მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარის“ დროს. მანამდე „ლევერკუზენმა“ „ლივერპულში“ ჟერემი ფრიმპონგი და ფლორიან ვირტცი გაყიდა.

რაც შეეხება ქუანსას შესაძლო შემცვლელს, „ლივერპული“ მოლაპარაკებებს „კრისტალ პალასთან“ ინგლისის ნაკრების მცველის, მარკ გეჰის თაობაზე აწარმოებს.

გეჰი ლონდონის „ჩელსის“ აკადემიის აღზრდილია და 2021 წლიდან „კრისტალ პალასის“ რიგებში თამაშობს.