ჯარედ კუშნერი – ევროპის ქვეყნებმა ომის განმავლობაში რუსული ენერგორესურსების შესაძენად 250 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე მეტია

11:05, 26.11.2026

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა უკრაინაში ომის განმავლობაში რუსული ენერგორესურსების შესაძენად 250 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს, რაც, მისი შეფასებით, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე მეტია.

ამის შესახებ კუშნერმა პოდკასტ MD MEETS-ში განაცხადა.

„რუსეთისთვის დიზელზე სანქციების მოხსნით მიღებული წმინდა სარგებელი, სავარაუდოდ, თვეში დამატებით 20-30 მილიონი დოლარი იქნებოდა, რადგან რუსეთი დიზელს ისედაც სხვა ბაზრებზე ყიდდა. ამასთან, ევროპის ქვეყნებმა ამ კონფლიქტის განმავლობაში რუსული ენერგორესურსების შესაძენად 250 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. ჩემი შეფასებით, თუ ჩემს ხელთ არსებული მონაცემები სწორია, ევროპამ რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადა, ვიდრე უკრაინას გადასცა“, – განაცხადა ჯარედ კუშნერმა.

მისივე განმარტებით, რუსეთზე დიზელის ექსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ინიციატივა ამერიკელი ფერმერების დასახმარებლად და აშშ-ში საწვავის ფასების ზრდის შესაჩერებლად იყო მიმართული.

მსგავსი