ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ
ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

ქ​ართველ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს დღეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 11:00 საათიდან გაიმართება. პოეტს ეკლესიიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს 86 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.