ჯანო ბაგრატიონი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს
ჯანო ბაგრატიონი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

სპორტსმენი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი, ასევე თბილისის საპატიო მოქალაქე ჯანო ბაგრატიონი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

ჯანო ბაგრატიონი სამოქალაქო პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მათ შორის კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი იმყოფებოდა.

ჯანო ბაგრატიონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, იყო ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენოსანი და ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენის კავალერი.