ჯანო ანანიძის პირველი ნაბიჯები ოპერაციის შემდეგ [ვიდეო]

21:05, 06.04.2018

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს რამდენიმე დღის წინ  ტრავმირებულ მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ქართველი ფეხბურთელი რომის „ვილა სტიუარტის“ კლინიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს.

„პირველი ნაბიჯები იოლი არ არის, მაგრამ ჯანო აუცილებლად გაუმკლავდება სირთულეებს და უფრო ძლიერი დაუბრუნდება მოედანს“, – წერს „სპარტაკის“ პრესსამსახური.

ანანიძემ მუხლის ჯვარედინი მყესები 24 მარტს საქართველოსა და ლიტვის ნაკრებთა ამხანაგური მატჩის დროს გაიწყვიტა და მინიმუმ 6 თვე თამაშს ვერ შეძლებს.

https://twitter.com/fcsm_official/status/982169193683476481

 

მსგავსი