ჯანო ანანიძეს ახალი მწვრთნელი ეყოლება
ჯანო ანანიძეს ახალი მწვრთნელი ეყოლება

მოსკოვის „სპარტაკის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა მასიმო კარერა, იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. იტალიელ სპეციალისტს ტულის „არსენალთან“ საკუთარ მოედანზე 2:3 წაგება ვერ აპატიეს. კარერას ნაცვლად, გუნდს დროებით მისი ასისტენტი რაულ რიანჩო გაუძღვება.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ჯანო ანანიძის გუნდში კარერას. სახელდება ბევრი კანდიდატი, მათ შორის, „მონაკოდან“ ახლახანს დათხოვნილი ლეონარდო ჟარდიმი.
„სპარტაკი“ რუსეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზეა და 11 ტურის შემდეგ ლიდერ „ზენიტს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.